საზოგადოება
სკოლებში ინგლისური ენის სწავლება მე-2 კლასიდან დაიწყება

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. პირველი უცხო ენის, ინგლისური ენის სწავლება სკოლებში 1-ელი კლასიდან აღარ დაიწყება. ამის შესახებ განათლების სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ცნობით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში.

ინგლისური არ დაიწყება 1-ელი კლასიდან, მაგრამ ინგლისურის სწავლება გაძლიერდა მე-10 კლასში, სადაც გაიზარდა ინგლისური ენის საათი”, - განაცხადეს განათლების სამინისტროში.

ქართულენოვან სკოლებში, ინგლისური ენის სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება.