უცხოეთი
ფინეთის პრეზიდენტი - ნატო მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. ნატო მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს, - ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

„უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა ომთან დაკავშირებით აშშ-ის სტრატეგიული ხედვა შეცვალა, რამაც მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიცია მნიშვნელოვნად გააძლიერა. ვფიქრობ, ნატო-ს ყველა ლიდერი ხვდება, თუ რატომ აკეთებს ამას უკრაინა. ყველა მიიჩნევს, რომ ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა სტუბმა.

ალექსანდრ სტუბის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინა საუკეთესო პოზიციაშია.

„სწორედ ამიტომ ვხედავთ ბევრ მღელვარე აქტივობას რუსეთში“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

interpressnews.ge