საზოგადოება
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6376 ლარი გახდა

 საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6376 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6384 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0140 ლარია. მაშინ, როცა დგუშინ მოქმედი კურსი 3.0109 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა.