საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საერთაშორისო პრემია „ევრაზია“ უნიკალური პლატფორმაა, რომელიც ეხმარება მონაწილეებს ერთობლივად განავითარონ თავიანთი ინიციატივები სხვადასხვა ქვეყანაში, – განაცხადა საერთაშორისო პრემია „ევრაზიის“ საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატორმა ალიონა ივანოვამ.
იგი გამოვიდა სიტყვით პროექტის ახალი სეზონის გახსნისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში.
„გასულ წელს ბევრმა ფინალისტმა გააერთიანა რესურსები და ახლა ერთობლივად ავითარებენ თავიანთ ინიციატივებს სხვადასხვა ქვეყანაში. სწორედ ასეთი სინერგიაა ჩვენი პლატფორმის მთავარი მიზანი“, – განაცხადა ივანოვამ.
საერთაშორისო პრემია „ევრაზია“ არის ისტორიაში პირველი ჯილდო საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებასა და ევრაზიულ სივრცეში კულტურული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის.