უცხოეთი
პუტინმა უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესახებ ტოკაევის წინადადებას უპასუხა

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. კიევის პოზიციის გათვალისწინებით უკრაინის კონფლიქტის „გაყინვა“ შეუძლებელია, განაცხადეს კრემლში

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის წინადადებას გამოეხმაურა, განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა.

ტოკაევმა ომსკში პუტინთან შეხვედრისას რუსეთის ლიდერს შესთავაზა კონფლიქტის „გაყინვა“ და სტამბული 2.0-ის ფორმულაზე დაბრუნება, რადგანაც იქ მნიშვნელოვანი შედეგები იქნა მიღწეული.

დაუბრუნდეს

„მან დაწვრილებით უამბო მას ყველაფერი სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ“, – განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.

პესკოვმა დასძინა, რომ კიევის პოზიციის გათვალისწინებით უკრაინის კონფლიქტის „გაყინვა“ შეუძლებელია, მოსკოვისთვის კი მთავარ პირობად საკუთარი მიზნების მიღწევა რჩება.

sputnik-georgia.com