უცხოეთი
მედია - ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე 100-ვე ამერიკელი სენატორია მიწვეული

 კაპიტოლიუმში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე აშშ-ის 100-ვე სენატორი მიწვეულია, - ინფორმაციას The Hill-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა დღეს, ვაშინგტონის დროით საღამოს 6 საათზეა დაგეგმილი.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრა იმ ფონზე იმართება, როდესაც სენატი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც რუსეთისა და მისი სავაჭრო პარტნიორებისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. The Hill-ის ცნობით, კანონპროექტს, რომელსაც ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, სავარაუდოდ, შეხვედრაზე განიხილავენ.

ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში სენატორ ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩადის. The Hill-ი ხაზს უსვამს, რომ სენატორი სანქციების შესახებ კანონპროექტის ავტორი და კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო.

interpressnews.ge