აქტუალური
საქართველომ რუსული მზესუმზირის ზეთის შესყიდვა გააორმაგა

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ივნისში საქართველომ 5,2 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული მზესუმზირის ზეთი შემოიტანა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივნისში საქართველომ წლიურ ჭრილში რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის შესყიდვა გააორმაგა და 5 მილიონ დოლარს მიაღწია.

კერძოდ, ივნისში საქართველომ 5,2 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული მზესუმზირის ზეთი შემოიტანა, გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩენებელი 2,9 მილიონი დოლარი იყო. იმპორტის თანხა წლიურ ჭრილში თითქმის გაორმაგდა.

ივნისის შედეგებით, რუსეთმა შეინარჩუნა ქართულ ბაზარზე მზესუმზირის ზეთის უმსხვილესი მომწოდებლის პოზიცია. ექსპორტის მოცულობით რუსეთის ფედერაციის შემდეგ არიან უკრაინა (607,6 ათასი დოლარი) და უნგრეთი (86,4 ათასი დოლარი).