უცხოეთი
მედია - აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში იმყოფება

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვს ეწვია, სადაც რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავს, - ინფორმაციას Axios-ი ორ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ეს რეტკლიფის პირველი ვიზიტია მოსკოვში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დაკავების შემდეგ.

საკითხთან დაკავშირებული წყაროს ცნობით, რეტკლიფის ვიზიტამდე აშშ-მა უკრაინას აცნობა, რომ მოსკოვში მაღალი რანგის დელეგაცია მიემგზავრებოდა და სთხოვა, მის წასვლამდე შეტევები შეეჩერებინა.

რეტკლიფი აშშ-დან ლატვიაში ჩავიდა. ლატვიიდან კი მოსკოვში აშშ-ის საჰაერო ძალების C-17 თვითმფრინავით გაემგზავრა.

interpressnews.ge