პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ყასიმ-ჟომართ თოყაევს ყურულთაის არჩევნების ჩატარებას ულოცავს

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ულოცავს პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს და ყაზახეთის ხალხს.

ვულოცავ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ყაზახი ხალხის კეთილდღეობას“, – წერს კობახიძე.