საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ბოლო კვირის განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით 113 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, იტყობინება „რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
„ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ, ირბეკ ტომაევმა, განაცხადა, რომ… ბოლო კვირის განმავლობაში „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვარი 33.000-ზე მეტმა სატრანსპორტო საშუალებამ და 113.000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა“, - ნათქვამია განცხადებაში.
გასულ კვირას რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა (FCS) „ზემო ლარსზე“ რეკორდული მგზავრთნაკადი დააფიქსირა: ერთ დღეში 20.000-ზე მეტმა მგზავრმა გადაკვეთა საკონტროლო-გამშვები პუნქტი. აღინიშნა, რომ 15 და 16 აგვისტოს ყოველდღიურად საკონტროლო-გამშვები პუნქტი 19 000-ზე მეტი ადამიანი გადიოდა.
ტურისტების მაღალ ნაკადს თან ახლავს მსუბუქი ავტომობილების რეკორდული რაოდენობა. სააგენტოს ცნობით, ეს სტატისტიკა მოიცავდა მონაცემებს როგორც რუსეთში შესვლის, ასევე რუსეთიდან გამოვლის შესახებ.