პოლიტიკა
საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბარბარა ფოსმა ზურაბ დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და დაადასტურეს მათი გაღრმავებისთვის მზაობა.

ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.