აქტუალური
საქართველო–მოსკოვის ავტობუსის ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის სტავროპოლის მხარეში საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი „სეტრა“ „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან თხრილში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი, ხოლო 24-ზე მეტმა მგზავრმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. დაშავებულები უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.