სამართალი
თამარ ჩერგოლეიშვილი: რეჟიმი პოლიტპატიმრებისგან შეწყალების თხოვნას ითხოვს

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება აქციებისას დაკავებული პირებისგან შეწყალების მოთხოვნის დაწერას ითხოვს, რათა ეს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს.

მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მოწესრიგება პატიმრების გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია, თუმცა შეწყალების თხოვნის დაწერა თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა.

მეგობრებო, აქციების დროს დაჭერილ პოლიტპატიმრებს, ყველას გაუშვებენ, ვინც შეწყალებას მოითხოვს – თვეებია, მაგას იხვეწება რეჟიმი, მოინანიეთ, რომ გაგიშვათო.

ვერ დალაგდებიან პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დასავლეთთან. დიდი ხანია, მაგას ითხოვს რეჟიმი.

ცხადია, თითოეული პოლიტპატიმრის გადასაწყვეტია, მოითხოვს თუ არა შეწყალებას და მათ განსჯას არ ვაპირებ – უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.