აქტუალური
საქსტატი: ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა

  საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა სტატისტიკის სამსახურმა („საქსტატი“) 2026 წლის ივლისის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა:

2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8,0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 8,5 პროცენტით განისაზღვრა. 2026 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა“, - იტყობინება საქსტატი.