აქტუალური
უცხოელ სტუდენტებს ქართული ენის ცოდნის დადასტურება მოუწევთ

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლების სისტემაში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ახალი რეგულაცია მზადდება, რომელიც უცხოელი სტუდენტებისთვის ენობრივ მოთხოვნებს აწესებს:

უცხოელ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ირიცხებიან, ქართული ენის საბაზისო დონეზე ცოდნის დადასტურება ან უნივერსიტეტის ბაზაზე სპეციალური ინტეგრირებული ენობრივი მოდულის გავლა მოუწევთ. ეს უზრუნველყოფს უცხოელი სტუდენტების უკეთეს ადაპტაციას, აკადემიურ მოსწრებასა და ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციას“, - განმარტავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.