სამართალი
სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე მერაბ მალანიას შვილის პროცესი გაიმართა

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმეზე ბრალდებულია შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი - გიორგი მალანია:

სასამართლო სხდომაზე განიხილება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები და კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნები. დაცვისა და ბრალდების მხარეები საქმის არსებით გარემოებებს იკვლევენ“, - იტყობინება თბილისის საქალაქო სასამართლო.