სამართალი
ადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს გასულ კვირას შვილებთან შეხვედრა გაუუქმეს

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა მედიასთან განცხადება გააკეთა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებრივ მდგომარეობაზე:

ირაკლი ღარიბაშვილს გასულ კვირას შვილებთან კანონით გათვალისწინებული და წინასწარ შეთანხმებული შეხვედრა გაუუქმეს. პენიტენციური დაწესებულების მხრიდან შეხვედრის გაუქმების კონკრეტული და დასაბუთებული მიზეზი ჩვენთვის არ განუმარტავთ, რაც პატიმრის კანონიერი უფლებების დარღვევას წარმოადგენს“, - განაცხადა ადვოკატმა ლილი გელაშვილმა.