სამართალი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება

 საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან დაადასტურა, რომ სამთავრობო სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებები დაკორექტირდა:

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება. რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები კვლავ ერთიან უწყებად გააგრძელებს საქმიანობას. ვინაიდან მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვიტა, ამ კონკრეტული პოსტის შექმნის საჭიროება აღარ არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.