სამართალი
რუსეთი ქართული საზამთროსა და ნესვის მთავარი იმპორტიორი გახდა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველომ 2026 წლის ივლისში საზამთროსა და ნესვის ექსპორტის კუთხით რეკორდი დაამყარა, - იუწყება Sputnik საქართველო.

ქვეყანამ 2025 წელთან შედარებით ხუთჯერ მეტად გაზარდა მიწოდება - ივლისში საქართველოდან გავიდა დაახლოებით 1,1 მლნ დოლარის ღირებულების 2 526 ტონა ბაღჩეული კულტურა.

რუსეთი ქართული საზამთროსა და ნესვის საკვანძო მყიდველი გახდა: ქვეყანამ შეიძინა 770 ათას დოლარზე მეტი ღირებულების 1 339 ტონა ბაღჩეული, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 73%-ს შეადგენს. რუსეთში მიწოდება 2025 წელთან შედარებით ორჯერ გაიზარდა.

მეორე ადგილზეა სომხეთი, სადაც 259 ათასი დოლარის ბაღჩეული კულტურა გავიდა, ხოლო ბელარუსში შესყიდვების თანხამ 32 ათას დოლარზე მეტი შეადგინა.