პუბლიკაციები
საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. გაზეთ "ასავალ-დასავალის" მთავარმა რედაქტორმა, პოეტმა ლაშა ნადარეიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა ააიპ „საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის“ პრეზიდიუმის თავმჯდომარის პოსტი და გავიდა ააიპ „საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის“ რიგებიდან, როგორც თავად განაცხადა, „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ფედერაციის ცალკეულ წევრთა არაჯანსაღი და მოღალატეობრივი პოზიციის გამო“.