პუბლიკაციები
ოთარ ფარცხალაძე: დასავლეთის სანქციებით ვამაყობ, ეს ჩემთვის ორდენს ჰგავს

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. დასავლეთის სანქციებით ვამაყობ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა.

ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ერთი რამ იყო: სამართლიანობა, წესრიგი და დისციპლინა. სწორედ სიმართლის სიყვარულის, მტკიცე პატრიოტული პოზიციისა და დასავლეთის წესებით თამაშზე უარის თქმის გამო უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშ მოვხვდი. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სიებში ორჯერ შემიყვანეს. თუმცა, ეს სანქციები ჩემთვის სიმართლისთვის მიღებულ ორდენს ჰგავს, - განაცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

მისი თქმით, „2025 წლის 9 მაისს, აღლუმზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევის შემდეგ, მოხალისეთა კორპუსის „არბატის“ შემადგენლობაში სამხედრო სამსახურის დაწყება გადაწყვიტა“.

ხოლო, „არბატშისამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ინტერნაციონალური მოხალისეთა ქვედანაყოფისგეორგიევსკისშექმნა გადავწყვიტეთ, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.

ასევე, ფარცხალაძის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო.