სამართალი
ოთარ ფარცხალაძე განმარტავს, რატომ ჩამოაყალიბა რუსეთის მხარდამჭერი ქვედანაყოფი

 საქართველო, 10 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა უკრაინის წინააღმდეგ ომში, რუსეთის მხარდამჭერი მოხალისეთა ქვედანაყოფის ჩამოყალიბება.

როგორც ის რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინის მიერ 9 მაისის აღლუმზე მიწვევის შემდეგ მიიღო. ფარცხალაძის თქმით, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ გვერდზე ვერ გადგებოდა და გადაწყვიტა, რუს სამხედრო მოსამსახურეებს დახმარებოდა:

უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის მიერ, 2025 წლის 9 მაისს გამარჯვების აღლუმზე მიწვევის შემდეგ, მტკიცედ გადავწყვიტე, რომ მოხალისეთა კორპუსისარბატისშემადგენლობაში სამხედრო სამსახური დამეწყო, სადაც ცხრა თვე ვიმსახურე. ხოლო, „არბატშისამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მე და ჩემმა თანამოაზრეებმა ინტერნაციონალური მოხალისეთა ქვედანაყოფისგეორგიევსკისშექმნა გადავწყვიტეთ“, - განუცხადა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-.

მისი თქმით, „ქვედანაყოფისგეორგიევსკისშემადგენლობას უერთდებიან მოხალისეები, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს საერთო ისტორიასა და საუკუნოვან ძმობას აფასებენ“:

მათი მთავარი მოტივაციაა, ქრისტიანული სარწმუნოების, ტრადიციული ოჯახის, საკუთარი კულტურისა და იდენტობის დაცვა იმ სიგიჟისა და ზეწოლისგან, რომელსაც დღეს დასავლეთი ძალით თავს გვახვევს. მათთვის რუსეთი ნორმალური და ჯანსაღი ადამიანური ღირებულებების საყრდენია და მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ეს საყრდენი იარაღით ხელში დაიცვან, - აღნიშნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა ქვედანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. რომანოვ-ფარცხალაძის განცხადებით, ქვედანაყოფის სახელწოდება გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, „რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში“.