რელიგია
ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა

natloba22თბილისი, 29 სექტემბერი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 2011 წლის 29 სექტემბერს, ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ნათლული კიდევ 400-ზე მეტი ჩვილი გახდება. ეს პატრიარქის რიგით  მე-19 ნათლობა იქნება.

დღემდე პატრიარქს 9200 ნათლული ჰყავს. უწმიდესის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

უწმიდესის კურთხევით, ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. მისი მიზანი საქართველოს დემოგრაფიული გაძლიერებაა.