საზოგადოება
ბაკურიანში აფხაზეთიდან დევნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მხარდასაჭერი პროექტი განხორციელდა

 საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. დაბა ბაკურიანში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პროექტის – „თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის“ ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის სხვადასხვა აქტივობა გაიმართა.

პროექტში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათი სოციალური უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, 20-მდე ბენეფიციარი მონაწილეობდა.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ალენა ჩხოტუა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი ესწრებოდნენ.