სამართალი
საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „თამაზ ბორაშვილი, როგორც პროფესიული, ოპერატიული თანამშრომელი, თავის წინამორბედებზე უკეთესია“, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სამწუხაროდ, დღეს ეს უწყება ემსახურება პარტიულ ინტერესებს და არა – ქვეყნისა და საზოგადოებისას.
„ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელი ოთხჯერ შეეცვალა, რაც საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის“, – აღნიშნა ფარულავამ.