სამართალი
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რიყის პარკის ტერიტორიაზე აქცია გამართა.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, მათი მოთხოვნაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

რიყის პარკში შეკრებილებს გაშლილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“, „ბატონო ტრამპ, ქართველი ხალხი ითხოვს მეგობარ აქტს“.

აქციის მონაწილეებს ასევე თან ჰქონდათ ლევან ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, ზვიად კუპრავას და გიორგი ბარამიძის ფოტოები.

აქციის მონაწილეებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლები გაგრძელდა.