საზოგადოება
თბილისში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩები ერთმანეთს შეხვდნენ

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. “ვაიმარის სამკუთხედის” დაარსებიდან 35 წლის აღსანიშნავად, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ელჩები საქართველოში, თბილისში შეხვდნენ, რათა განეხილათ ამ თანამშრომლობის მომავალი და საქართველოში ერთობლივი ქმედების პერსპექტივები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩო განმარტავს, ამ თარიღთან დაკავშირებით, პოლონეთის რეზიდენციაში გამართულ სამუშაო სადილზე გაგრძელდა აზრთა გაცვლა ევროპისა და თანამშრომლობის საკითხებზე რეგიონული გამოწვევების კონტექსტში.

„შექმნიდან 35 წლის შემდეგაც, ვაიმარის სამკუთხედი კვლავ რჩება საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთს შორის დიალოგისა და კოორდინაციის მთავარ პლატფორმად”, - წერია ინფორმაციაში.