რელიგია
საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ზემო აჭარაში მოინათლა 1300-მდე ადამიანი, ბავშვებიც და ზრდასრულებიც. ნათლობის საიდუმლოება ეს არის ეკლესიასთან შეერთება, კარი ქრისტეს ეკლესიაში, რომლის გარეშეც სულის ცხონება შეუძლებელია, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ განაცხადა.
მეუფე შიოს განცხადებით, აჭარაში მართლმადიდებლური სარწმუნოების აღორძინება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა მთელი საქართველოსთვის.
„ჩვენ ვლოცავთ ყველა ახალნათელღებულს, მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს. უფალმა განამტკიცოს ჩვენი ერი რწმენაში, სიყვარულსა და ერთობაში“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა შიომ.