საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. 2012 წლიდან დღემდე საქართველოში ცხრა საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. ოპოზიციამ მთელ რიგ შემთხვევებში უარი თქვა არჩეული პირების ლეგიტიმურობის აღიარებაზე და საბოტაჟის რეჟიმში იმყოფება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების მიზანია დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაცია და კონსტიტუციური წესრიგის რღვევა.
„ჩვენ ვხედავთ მუდმივ მცდელობას, რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენონ. ეს არ არის ჯანსაღი პოლიტიკური ოპონირება, ეს არის მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების პარალიზებისკენ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ ქმედებებს“, - განაცხადა გორდულაძემ.