უცხოეთი
ზელენსკი: ტერიტორიული საკითხის განსახილველად ლიდერების დონეზე მზად ვარ

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თანახმაა მოსკოვთან ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც ფრონტის ხაზს გაყინავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთის ხელმძღვანელობასთან ტერიტორიული საკითხი განიხილოს, იუწყება РИА Новости.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ. თუ ტერიტორიული საკითხია — ლიდერების დონეზე. სხვა საკითხები — ტექნიკური ჯგუფების დონეზე“, — ციტირებს სააგენტო ზელენსკის სიტყვებს ТСН-თვის მიცემული ინტერვიუდან.

21 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ თანახმაა მოსკოვთან ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც გაყინავს „ყველაფერს ისე, როგორც ახლა არის“ და უკრაინას ქვეყნის ტერიტორიის 75 პროცენტს ან მეტს დაუტოვებს.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 ოქტომბერს კომენტარი გააკეთა ამ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ საუბარია არა უკრაინის, არამედ ისტორიული რუსეთის მიწებზე.

sputnik-georgia.com