აქტუალური
საქართველოს სახელმწიფო ვალი გაიზარდა
valiXთბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი, 30 აგვისტოს მდგომარეობით, 4 მილიარდ 248 მილიონ 100 ათასი აშშ დოლარია.
ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე განთვასებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ვალი ერთი თვის განმავლობაში 65 მილიონ 824 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. ვალის საერთო მოცულობიდან მრავალმხრივი კრედიტორების მიმართ ვალი 3 053 023 000 აშშ დოლარია, ხოლო ორმხრივი კრედიტორების მიმართ – 626 625 000 აშშ დოლარი.
30 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს მიერ სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების ოდენობა 3 603 000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ევრობონდების ვალი – 564 750 000 აშშ დოლარს.