პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ფულით საქართველოში მოლოტოვის კოქტეილის კამპანია ფინანსდებოდა

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია იმედის ქარდს აზიარებს, რომლის მიხედვით, საერთაშორისო მედია წერს, რომ ბრიუსელი ევროპაში ძალადობრივ არეულობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს აფინანსებს.

„რთულია ამ ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა“, - წერს პაპუაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.