რელიგია
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სამორინეებთან დაკავშირებული ინიციატივა ჩვენთვის მოულოდნელი იყო

 საქართველო, 29 ოქტომბერი, საქინფორმი. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ სამორინეებთან და აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა.

„ჯერჯერობით საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე ფართო მსჯელობა არ გამართულა, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება.

გავეცანით სახალხო დამცველის პოზიციას და პირადად მე მის არგუმენტებს დიდწილად ვიზიარებ. იმედს ვიტოვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორებთან დიალოგი სასიკეთო შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზმა ხაზი გაუსვა, რომ ეკლესია 2017 წლიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული აზარტული თამაშების რეგულირების პროცესში და საპატრიარქო მუდმივად ადევნებს თვალს საზოგადოებრივი და სოციალური რისკების შემცირებისკენ მიმართულ ნაბიჯებს.