პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ კორტნი ოსტრიანს შეხვდა

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, კორტნი ოსტრიანს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა კორტნი ოსტრიანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან აღსადგენად. ირაკლი კობახიძემ ამ პროცესში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდა.