საზოგადოება
არნო ხიდირბეგიშვილი: დროა შეწყდეს „გადატვირთვის“ ლოდინი და ევროკომისიასთან ურთიერთობები გადაიხედოს

 საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. დროა დასრულდეს ილუზორული „გადატვირთვის“ უსასრულო ლოდინი და საქართველომ ევროკომისიასთან ურთიერთობებს გადახედოს, - ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც ბრიუსელის მოქმედი ევრობიუროკრატია განაგრძობს უხეშ ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში, აფინანსებს რადიკალურ და დესტრუქციულ ჯგუფებს და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ქვეყნის სუვერენულ განვითარებას, ცალმხრივი დათმობების მოლოდინი უშედეგოა.

„ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენთ მითითებებსა და ულტიმატუმებს იმ სტრუქტურებისგან, რომლებიც თავად არიან ჩართულნი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში არეულობებისა და დესტაბილიზაციის მხარდაჭერაში. საქართველომ მტკიცედ უნდა დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები, ტრადიციული ფასეულობები და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი. სანამ ევროკომისია არ გადახედავს თავის დამოკიდებულებას და არ აღიარებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, მასთან არსებული ფორმატების შენარჩუნება მხოლოდ ზიანის მომტანია“, - აღნიშნა არნო ხიდირბეგიშვილმა.