საქართველო, 30 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებს პასუხობს, საერთო ტრადიციული ღირებულებები და ისტორიული მემკვიდრეობა კი დაახლოების მტკიცე საფუძვლად რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მე-4 დეპარტამენტის განყოფილების უფროსმა ვასილი გავრილოვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მოსკოვი დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით.
„ჩვენ საქართველოში ვხედავთ არა პლაცდარმს ვინმეს წინააღმდეგ და არა საჭადრაკო დაფას ავანტიურისტული გეოპოლიტიკური თამაშებისთვის, არამედ ადამიანურ კონტაქტებს, სავაჭრო დერეფნებს, ტურისტულ მარშრუტებსა და ენერგოპროექტებს. სასიხარულოა, რომ დღეს მეგობრობის ხმა გაცილებით ძლიერად ისმის, ვიდრე უთანხმოების მოწოდებები“, - განაცხადა გავრილოვმა.
დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველ და რუს ხალხებს აერთიანებთ საერთო ისტორია, ტრადიციული ფასეულობების, ოჯახისა და ეკლესიის დაცვა და მომავალი თაობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის გადაცემის სურვილი.