საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველმა მოჭიდავემ საბა ლაზიშვილმა წარმატებით იასპარეზა Real American Freestyle-ის (RAF) მიერ ორგანიზებულ ტურნირზე. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამერიკელი იურაია ფეიბერი ანგარიშით 12:7 დაამარცხა.
თავდაპირველად ფეიბერის მეტოქე უმარ ნურმაგომედოვი უნდა ყოფილიყო, თუმცა აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ორგანიზატორებმა ის ტურნირიდან მოხსნეს და ქართველი სპორტსმენით ჩაანაცვლეს.
11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს დაესხნენ უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები. ინციდენტის შემდეგ ორივე ქართველი დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ ეს იყო ლაზიშვილის სადებიუტო გამოსვლა RAF-ის ეგიდით გამართულ ტურნირზე.