აქტუალური
ირაკლი კობახიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ბუნებრივი ბარიერი აქვს

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს ბუნებრივი ბარიერი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოებად აღიარება. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გადახედილა და არ შეიძლება გადაიხედოს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის კონტაქტები აქტიურად გაგრძელდება და მხარეები ყველა საკითხს განიხილავენ.

„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს ბუნებრივი ბარიერი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოებად აღიარება. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ გადახედილა და არ შეიძლება გადაიხედოს.

რაც შეეხება ურთიერთობებს ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს კონტაქტები აქტიურად გაგრძელდება და მხარეები ყველა თემას განიხილავენ. განიხილება ყველა ის საკითხი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.