სამართალი
ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება

 საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. „ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოზე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები წარმოადგენენ.

„ჩვენი სურვილია სარჩელის მაქსიმალურად სრულად დაკმაყოფილება, დანარჩენი დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოზე. რაც შეეხება პროცესის მიმდინარეობას დღემდე, საზოგადოება მშვენივრად ხედავს, ვის მხარესაა სიმართლე და ვის მხარესაა კომპეტენცია.

პირველ რიგში, სიმართლე არ არის ჩვენი ოპონენტების მხარეს, ხოლო მეორეც, საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს იცავენ სრულიად არაკომპეტენტური ადამიანები. ეს სრულიად აშკარაა. გეუბნებით ამას, უპირველეს ყოვლისა, როგორც იურისტი: საკონსტიტუციო სასამართლოში რადიკალური ოპოზიციის ინტერესებს წარმოადგენენ აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანები, იურისტები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.