აქტუალური
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ფოთში სანაპირო დაცვის ბაზას ეწვია

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი დელეგაციასთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ეწვია. სტუმრებს ფოთის ბაზაზე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე ლევან ხარაბაძე მასპინძლობდა.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრისას დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს სანაპირო დაცვის ძირითადი ამოცანები და შესაძლებლობები. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ასევე დაათვალიერა სანაპირო დაცვის ერთ-ერთი საპატრულო ხომალდი, ასევე საინჟინრო და სარემონტო ინფრასტრუქტურა.

დელეგაციასთან ერთად კორტნი ოსტრიანი ეწვია სუფსაში მდებარე საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს (JMOC). ცენტრის ხელმძღვანელმა სტუმრებს წარუდგინა პრეზენტაცია მისი საქმიანობის, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.