საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის (HICP) საფუძველზე გაანგარიშებულმა ინფლაციამ 5,7% შეადგინა, რაც 0,2 პროცენტული პუნქტით დაბალია ეროვნული მეთოდოლოგიით გაანგარიშებულ 5,9%-იან ინფლაციის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიის მიხედვით, 2025 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასების წლიური ცვლილება შემდეგნაირად განაწილდა:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 2,7%;
ალკოჰოლური სასმელები და თამბაქოს ნაწარმი – 4,9%;
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – -0,4%;
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სხვა სახის სათბობი – 10,2%;
ავეჯი, საოჯახო ნივთები და ინტერიერის საგნები, სახლის მოვლა და შეკეთება – 1,1%;
ჯანმრთელობის დაცვა – 8,2%;
ტრანსპორტი – 21,5%;
ინფორმაცია და კომუნიკაცია – -2,6%;
დასვენება, სპორტი და კულტურა – 5,9%;
განათლება – -9,2%;
რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება – 6,0%;
სადაზღვევო და საფინანსო მომსახურება – 4,8%;
პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი – 9,7%.
საქსტატმა ახალი მაჩვენებლის – სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წელს დაიწყო.