საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ და თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, თბილისში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების სათვისტომოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოსთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ინიციატივით გაიმართა. საბჭოს თავმჯდომარემ, რიტა ხიდირბეგიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარეს მრავალეთნიკური სათემო საზოგადოების თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო ყოველთვის დგას ეთნიკური უმცირესობების გვერდით.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სათვისტომოების წარმომადგენლებმა საკრებულოს თავმჯდომარეს აქტუალურ თემებზე შეკითხვებით მიმართეს, განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, არსებული საჭიროებები და დასახეს მათი გადაჭრის შესაძლო გზები. თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვეს კომპეტენციის ფარგლებში და კონკრეტული ნაბიჯებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაციის, თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი სამომავლო ინიციატივების მნიშვნელობას.
![]() |
![]() |
![]() |