სამართალი
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე 80 წლის მამაკაცი მოკლეს

 საქართველო, 19 ნოემბერი, საქინფორმი. ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის მამაკაცია. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდო ბრალდებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.