უცხოეთი
კრემლმა APEC-ის სამიტზე პუტინის, ტრამპისა და სი ძინპინის მოლაპარაკებების დეტალები გაასაჯაროვა

 საქართველო, 19 ნოემნერი, საქინფორმი. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა ისაუბრეს ვლადიმერ პუტინის, დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამმხრივი მოლაპარაკებების მომზადების შესახებ, რომელიც აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში უნდა გაიმართოს. „მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოების სამი ლიდერი ერთად იკრიბება და ურთიერთობის მაგალითს აჩვენებს ურთულესი საკითხების განხილვისას“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, შეხვედრისთვის არაუმეტეს ერთი საათია გათვალისწინებული. თუმცა, უშაკოვმა არ გამორიცხა, რომ საუბარი უფრო დიდხანს გაგრძელდეს – ყველაფერი საუბრის მსვლელობაზე იქნება დამოკიდებული. „თუ დისკუსია ამ სამ ლიდერს გაიტაცებს, მათ, ალბათ, ვერ შეაჩერებ. ვის შეუძლია მათი შეჩერება? პროტოკოლის სამსახურიც კი ვერ შეძლებს მათ შეჩერებას“, – აღნიშნა პრეზიდენტის თანაშემწემ. უშაკოვმა დასძინა, რომ პრეზიდენტებმა შესაძლოა განიხილონ საკითხთა ფართო წრე, რომელიც უკავშირდება მსხვილი სახელმწიფოების ურთიერთქმედებასა და მის გავლენას საერთაშორისო ვითარებაზე. მისი აზრით, მოლაპარაკებების მსვლელობისას უკრაინის თემისთვის გვერდის ავლა ნაკლებად სავარაუდოა.

პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, შეხვედრაზე რუსეთის დელეგაცია რამდენიმე ადამიანისგან იქნება დაკომპლექტებული და მისი შემადგენლობა უკვე შეთანხმებულია. გარდა ამისა, მოსკოვი სამიტის პლენარული სხდომის შემდეგ პუტინისა და ტრამპის ცალკე შეხვედრის გამართვასაც იმედოვნებს.

თავის მხრივ, პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა შინაარსიანი საუბრის გამართვა ჯერ ვერ მოასწრეს. APEC-ის სამიტის მონაწილეთა საზეიმო მიღებაზე ისინი მხოლოდ მიესალმნენ ერთმანეთს.