პუბლიკაციები
დე გოლი: _ თავისუფლები რომ ვართ, სტალინგრადის და სტალინის დამსახურებაა

   ხუთ წლამდე ასაკის თუ ვიქნებოდი, სოფელში ბებიაჩემს ვიღაც თეთრხილაბანდიანი, მორწმუნეობას მიკედლებული დედაკაცი ესტუმრა. ჩემი ასაკი რომ გაიგო, თანაც, რომ მოუნათლავი ვიყავი, შეიცხადა: ღამღამობით ჯადოქარი დადის მოუნათლავი ბავშვების წასაყვანადო. როგორც შებინდდა, ისტერიკები დამემართა, სასწრაფოდ მომნათლეთ, ჯადოქარმა რომ არ წამიყვანოსმეთქი. ჩვენი სოფლის ახლო-მახლო მღვდელი არ მოიძებნა. დედაჩემის დამ თუქურ-მიშაში წამიყვანა, ჩემს დროს, უკვე წითელწყარო ერქვა, ახლანდელ დედოფლისწყაროს. მღვდელს კერძო ბინაში სამლოცველო ჰქონდა მოწყობილი, იმან მომნათლა, ნათლიად კი დედაჩემის დეიდა დამიდგა.

ახალგაზრდობის წლებს ხშირად ვატარებდი წითელწყაროში, სადაც უშფოთველად, მეგობრულად და ძმურად ცხოვრობდნენ რუსები, ქიზიყელები, ფშავ-ხევსურები; მლიქვნელობის, პირმოთვნეობის და მუხთლობის სასტიკად ამომგდებნი. ალბათ, ამ დროს „დედოფლისწყაროელი“ ირაკლი ღარიბაშვილი დაბადებულიც არ იყო. მე ის მხოლოდ ეკრანიდან მყავს ნანახი. წინა თაობის გენებმა კი მომავალთა სისხლში ხშირად იციან ყივილი.

მეორე კლასში ვიყავი, მასწავლებელმა მორიგი დამოძღვრისას რომ გვითხრა, გზაზე შეხვედრისას უფროსებს მიესალმეთ, გაუხარდებათ, ზოგიც შეიძლება, მოგეფეროთო.

საბჭოს თავმჯდომარე გვყავდა, სულ გამოკუთხული შუბლით დადიოდა. მასწავლებლის რჩევით შეგულიანებულმა, გზაზე შეხვედრისას ძალიან მოკრძალებით ვთქვი: _ „გამარჯობა!“ ისე ბრაზიანად შემომხედა, ფეხ ქვეშ მიწა შემიტოკდა.

_ ეგ ბალღი ვისია?! _ ჰკითხა შემხვედრ თანასოფლელს, მანაც მაშინვე მოახსენა, ვისიც ვიყავი. _ ძალიან ცუდად ზრდიან, ისეთი თავხედია, გამარჯობის თქმა გამიბედა, მაგისგან რა კაცი უნდა გამოვიდესო?!

დრო კი ჩუმად მიიპარება, წარსულად გადასული გუშინდელი, ასე შორს გვეჩვენება. გამახსენდა, ხალხის მიერ მხარდაჭერილი „ქართული ოცნების“ მიერ ნაციონალთა საზარელი პარპაშის საკვირველი დამხობის სიხარული. ევროატლანტიკური რვაფეხა საცეცებში მოქცეულ პატარა საქართველოს თავხედობას ასე როგორ მოითმენდა, მაგრამ ჯერ კიდევ მათ მიერ გაჯეჯილებული რესპუბლიკელები როკავდნენ.

შედეგად, პარლამენტში ერთხმად მიიღეს ლგბტ- სამარცხვინო კანონი. ამით წახალისებულმა სქესობრივი სიბილწით ამყრალებულმა ერთნაირსქესიანთა კავშირებმა უნამუსო ტიტლიკანათა პარადების ჩატარება მოინდომეს. დასავლეთიდან მათ დასაცავად ჩამოსულ, მათი მსგავსი ვინმე ბუკიკიოს მაღალი თანამდებობის ფუნქციონირები დიდი მოკრძალებით რომ ხვდებოდნენ, ღარიბაშვილმა განაცხადა: ოჯახი არის მხოლოდ მამაკაცის და ქალის ერთობაო. ამას მოჰყვა მისი პირველი გადადგომა. ევრო-ატლანტიკურ რვაფეხას ასე უხდიდა ხარკს ეროვნული თავმოყვარეობა, რამეთუ, პატარა საქართველოს ჯერ კიდევ აშკარა გაბრძოლებისთვის რესურსები არ ჰქონდა.

ოცდარვა თვე სუკ-ის დილეგში, სიკვდილის აჩრდილის თანხლებით ყოფნის პირობებში კარგად გავერკვიე შევარდნაძის მეთოდით როგორ იჭერდნენ ბნელ ოთახში არარსებულ შავ კატებს. ქართველი ხალხის ღალატით რუს შოვინისტებთან დაწინაურებული ევრო-ატლანტიკურ რვაფეხასთან საბჭოთა კავშირს რომ ღალატობდა, ამ სოფლის მაოხარი გზირის საქართველოში მეორედ დაბრუნება შეიძლებოდა?! მის მიერ მოთესილი უბედურების ნერგები დღესაც რომ წამლავენ ქართველი ერის სიმშვიდეს.

რამდენჯერ ვყოფილვართ საზარელი განსაცდელის წინაშე, მაგრამ კეთილი მომავლის სხივს არასოდეს არ მივუტოვებივართ. ახლაც ხომ მაშინდელზე არანაკლებ მძიმე დღეში ვართ, ბოროტად რომ გვიღრენენ ევრო-ატლანტიკური რვაფეხა და რუსული ველიკოდერჟავული შოვინიზმით დაავადებულთა ხელში მყოფი რუსული „კეთილდღეობა“.

რუსების ყველაზე ერთგული მეგობრები და თანამებრძოლები ქართველები ვიყავით. უძველესი ისტორიის სათავეებიდან მომავალი კულტურული ცხოვრების ერთგული ქართველების რუსებთან მეგობრობა წმინდა და სპეტაკი იყო, როგორც მათი საერთო მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენა. ალბათ, ამას ითვალისწინებდა რუსი ერის მფარველი ღვთაება რუსეთის ყველაზე მძიმე დროს, როცა ქართველი ბრძენკაცი მოუვლინა ქვეყნის წინამძღოლად.

სტალინი: _ იმპერიალისტურმა ქვეყნებმა განვითარების მთელი 100 წლით გაგვასწრეს. ჩვენ ეს გზა 10 წელიწადში თუ არ გავიარეთ, ისინი გაგვსრესენ.

სტალინმა რუსეთი არნახულ დიდების ზენიტში აიყვანა. მთელი მსოფლიოს მშრომელები და დაჩაგრული ერები მომავლის იმედად ამომავალ მზედ რომ ეფიცხებოდნენ.

2026 წლის 27 სექტემბერი იყო, საქართველოში სოხუმის დაცემის დღეს მწუხარებით აღნიშნავდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთის გვერდით ჭირისუფლის ტვირთით შემოსილები მწუხარებით იდგნენ აფხაზეთში დაღუპულთა საფლავებთან დასვენებულ ყვავილების გვირგვინების ახლოს. პრემიერი _ ირაკლი კობახიძე რაღაც დასუსხულივით შეწუხებული მეჩვენა, ზოგი ჭეშმარიტება ხალხში პირველად ჭორად ვრცელდება. თუ ამ მრავალფეროვან ჭორებს დავუჯერებთ, შეიძლება თამამი გადაწყვეტილება თავხედობად ჩაუთვალეს ჩემს მიერ ნათქვამი „გამარჯობა-სავით“.

ქალაქის მერი _ კახა კალაძე უშფოთველად იდგა, საზღვარგარეთ ქართველი სპორტსმენის სახელი რომ გააბრწყინა, ქალაქზე და ქალაქელებზე ზრუნვისათვის ხალხი მას საპატიოდ რომ ახსენებს. ფრთხილად, ოპოზიციად წოდებულო უცხოეთის აგენტებო, ასეთ ეროვნულ კაცზე შავი კატებით ოინბაზობა გოდებად არ გექცეთ!

ყოფილი პრემიერი ალბათ საპატიმროს გისოსებიდან მოწყენით იყურებოდა, მამის ნახვააკრძალული ცოლ-შვილის ცრემლებზე ფიქრით.

დასავლეთიდან მხარდაჭერით აღზევების პირობებში განებივრებულ, ბინძურ და უნამუსო „უბორნიის მჯღაბნელების“ ზეობის დროს, რამხელაზე საამაყოა ნაციონალების მიერ დარბეულ და შევიწროებულ კაცობრიობის ასპარეზზე საპატიოდ გასულ მწერლობას ერს ბრწყინვალე შარავანდედივით რომ ასხივოსნებდა ჭირსა და ლხინში, „ქართული ოცნების“ დამაარსებლის და ქვეყნის აღორძინების იმედის _ ბიძინა ივანიშვილის ყურადღება ქართული მწერლობისადმი, რომელიც ერის ღირსეული სულმნათი მწერლის _ ნოდარ დუმბაძის მეუღლის დასაფლავებაზე თავისი მეუღლით მიემართებოდა.

ჩვენ კი თბილად გაგვიღიმა კეთილი იმედის სხივმა საქართველოს მთავრობის დელეგაციის ზეიმით მიღებამ უდიდეს, უძლიერეს, უძველესი კულტურის, უაღრესად განვითარებულ და აყვავებულ ჩინეთში. ქართველი ხალხი გაახარა ასეთმა გულთბილმა დამოკიდებულებამ და კიდევ უფრო აღაფრთოვანა უაღრესად საამაყო ჩინეთთან სტრატეგიულმა პარტნიორობამ.

ამერიკის შეერთებულ შტატებს კი არ გავს, ორნახევარი საუკუნის არსებობა ახლახანს რომ მოუგროვდა. განებივრებული და თავხედი ბავშვივით ყველა სათამაშოს თავისად რომ ეპოტინება. საქართველოს პრემიერის ჯერ მიწვევით და შემდეგ რაღაცაზე გაბუტულის მიერ მიღებაზე არშეშვებით რომ გააშიშვლა ბოროტი იმპერიული ამბიციების უდღეურობა.

ჩან კაი ში: სტალინმა გააძლიერა რუსეთი, რა მოხდება სტალინის შემდეგ?

მთელი მსოფლიო ხედავს, რაც დამართეს რუსეთს მისმა თავქარიანმა კომუნისტური პარტიის ბღენძებმა. დღევანდელი რუსეთი სტალინის დროინდელთან შედარებით აჩრდილიც აღარ არის და ამ სიმაღლეს ვეღარასდროს მიაღწევს, თუ რუსოფობიის საფუძველს _ ველიკორუსულ შოვინიზმიდან არ განიკურნება და ყველა ერისადმი პატივისცემით არ შეიმოსება.

დავით აღმაშენებლის სახელობის

პრემიის ლაურეატი,

მწერალი - გივი სომხიშვილი

 

22.11.2026 წ.