სამართალი
„თავისუფალი საქართველოს“ წერილი საქართველოს ხელისუფლებას

kuk_2თბილისი, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა წერილობით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას – პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარტიის მიერ რუსეთთან ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების მოლაპარაკებათა თაობაზე და აცხადებს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან.

„მიღწეულია შეთანხმება სავაჭრო შეზღუდვების მოხსნაზე. ვფიქრობთ, რომ ეს საკითხი განეკუთვნება არა პოლიტიკური დებატების, არამედ ეკონომიკის სფეროს და პოლიტიკურ ძალთა შორის აზრთა სხვადასხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას“, – აღნიშნულია წერილში.