აქტუალური
სამგზავრო ვაუჩერები თბილისელებისათვის

vauCeri222თბილისი, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის მერია მოსახლეობას სატრანსპორტო ვაუჩერებს სთავაზობს.

5-ლარიან ვაუჩერს მიიღებს საქალაქო ტრანსპორტის ყველა ის  მგზავრი, ვისაც  17 ოქტომბრამდე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულება სატრანსპორტო  ბარათით ერთხელ მაინც აქვს გადახდილი.

მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, 17 ოქტომბრიდან 2012 წლის პირველ იანვრამდე სასურველი მეტროსადგურის სალაროში გაააქტიუროს ბარათზე კუთვნილი 5 ლარი.

თბილისის მერი გიგი უგულავა მეტროს სადგურ „ავლაბარს“ ესტუმრა და თბილისელებს სიახლე პირადად გააცნო.