აქტუალური
ჯონ ბასმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი დაანებოს ძალადობას

bass-bidzinaთბილისი, 26 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩის რეაქცია მოეწონა და ამას ელოდა კიდეც.

„ის მომეწონა, რომ სააკაშვილის მთავრობისგან განსხვავებით, მან პოზიცია აბსოლუტურად ობიექტურად და რეალურად შეაფასა და შესატყვისი აქცენტებიც გააკეთა. ამას მხარდაჭერას არ დავარქმევდი. უფრო ვიტყოდი, რომ ძალიან დიპლომატიურად და ძალიან მძაფრად სწორი აქცენტები გააკეთა. პროცესების სწორი შეფასება მოხდა. ჩემს მხარდაჭერაზე მეტად, სააკაშვილის მთავრობას სწორად მიუთითა. განსაკუთრებით, ორი აქცენტი გამოიკვეთა – გაიხსნას საინფორმაციო სივრცე და ძალადობას თავი დაანებონ. ვფიქრობ, უფრო მათ მოუწოდა, ვიდრე მე მხარი დამიჭირა, თუმცა, პარალელურად, ეს ერთი და იგივეა“, – განაცხადა ივანიშვილმა.