სამართალი
გაუპატიურების მცდელობისას თავდაცვისთვის არასრულწლოვანს 4 წელი მიესაჯა

zugdidis-sasamarTloooზუგდიდი, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვან ნიკა დაგარგულიას თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა. არასრულწლოვანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე  მუხლის მეორე და 177-ე  მუხლის პირველი ნაწილით ძარცვისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის დაუმტკიცდა. ნიკა დაგარგულიას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელი კოხტა კოდუა დაკითხვის დროს გაუპატიურებით დაემუქრა, არასრულწლოვანმა კი თავდაცვის მიზნით მას სახეში გაარტყა  და ყბა მოსტეხა. დაგარგულია მოქალაქე ალისა ჩხაპელიასთვის ყელსაბამის ჩამოგლეჯის გამო იყო დაკავებული.

დაგარგულიას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილების ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. დაკავებულის მხარე საპროცესო გარიგებას და არასრულწლოვანისთვის შინაპატიმრობის შეფარდებასაც ითხოვდა, რაზეც პროკურატურა არ წავიდა.

ნიკა დაგარგულიას ჩვენებიდან ირკვევა, რომ მან ყაჩაღობა სოციალური გაჭირვების გამო ჩაიდინა – მას ახლობლის ვალი ჰქონდა, რომლის დაბრუნებასაც სთხოვდნენ. დაგარგულიების მრავალშვილიანი ოჯახი ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთაში უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.