სამართალი
თურქეთიდან კიდევ 25 ქართველი გამოაძევეს

deport2თბილისი, 1 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გასულ კვირას თურქმა სამართალდამცველებმა 150 არალეგალი ქართველი სპეციალური რეიდის შედეგად დააკავეს. მათი დეპორტაცია ეტაპობრივად ხორციელდება.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ თურქეთიდან კიდევ საქართველოს 25 მოქალაქე გამოაძევეს. საქართველოს მოქალაქეები, რომელთა შორის უმეტესობა ქალია, სამშობლოში სპეციალური ავტობუსით ჩამოიყვანეს. თურქული მედიის ინფორმაციით, დეპორტირებულების გარდა ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ტრაბზონში ქართველი დედა-შვილიც დააკავეს, რომელთაც ხულიგნობა და ძარცვა ბრალდებათ.

დედა-შვილი ბაზრებზე გამყიდველებს ძვირფასეულობას მოტყუებით სძალავდა. საქართველოს მოქალაქეები ფაქტზე დააკავეს. ამასთან, ჩხრეკისას მოპარული ნივთებიც ამოიღეს.